saqarTvelos kuTxeebi da teritoriuli mowyoba  
  
 
 
 
 
 

Sida qarTlis mxare

საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, შიდა ქართლის ცენტრია ქალაქი გორი.

შიდა ქართლი ადმინისტრაციულად 4 მუნიციპალიტეტად იყოფა:

goris municipaliteti kaspis municipaliteti qarelis municipaliteti xaSuris municipaliteti

მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინცია შიდა ქართლის ცენტრალურ ნაწილს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-SK. მხარის ჩრდილოეთი ნაწილი მოიცავს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დიდ ნაწილს, რომლის ავტონომიის სტატუსი გაუქმებულ იქნა საქართველოს სსრ კავშირიდან გამოსვლის შემდეგ, რასაც კონფლიქტი და მთავრობის მიერ ამ რეგიონზე კონტროლის დაკარგვა მოჰყვა. შიდა ქართლის მხარე ში მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები:

istoria

მცხეთის, კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტები წარმოადგენენ ნაწილს ისტორიული შიდა ქართლისა, რომელსაც ძველად ზენა სოფელი ეწოდებოდა. თვით ისტორიული ქართლი გეოგრაფიული მდებარეობისა და უმთავრესი მდინარის მტკვრის მიხედვით დანაწილებული იყო ზემო, შუა ანუ შიდა და ქვემო ქართლად.

შიდა ქართლი ვრცელდებოდა აღმოსავლეთით არაგვსა და თბილისამდე, ჩრდილოეთით - კავკასიონის ცენტრალურ ქედამდე, დასავლეთით - ლიხის ქედამდე, ხოლო სამხრეთით - თრიალეთის ქედამდე და ფარავნის ტბამდე. შიდა ქართლის მტკვრის სამხრეთით მდებარე ნაწილს გაღმამხარი ეწოდებოდა. ეს უკანასკნელი ისტორიული წყაროების მიხედვით ზოგჯერ არ შედიოდა შიდა ქართლში, მაშინ როცა მტკვრის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანა ყოველთვის შიდა ქართლში იგულისხმებოდა.

XVII-XVIII საუკუნეებში შიდა ქართლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს ზემო ქართლი ეწოდებოდა. XVII საუკუნის პირველი მეოთხედიდან, ოსმალეთის მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ ისტორიული ზემო ქართლი დიდი ხნით ჩამოშორდა ქართლის სამეფოს და სახელწოდება გადავიდა შიდა ქართლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზე. ამჟამად ისტორიული შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულსა და დუშეთის მუნიციპალიტეტში შედის.

zogadi cnobebi

  • ტერიტორიის ფართობი - 4807 კვ. კმ
  • ადმინისტრაციული ცენტრი – ქ. გორი
  • მანძილი ადმინისტრაციულ ცენტრსა და თბილისს შორის – 75 კმ.
  • კლიმატი – მხარის კლიმატი კონტინენტურია, საშუალო წლიური ტემპერატურაა დაახლოებით 11 °C, შესაძლებელი მაქსიმუმია 42 °C, ხოლო შესაძლებელი მინიმუმი - 32 °C. ქარის ენერგეტიკული რესურსი (1000 კვტ/სთ 1 კმ²-ზე) - 1000-1500. ნალექების რაოდენობა წელიწადში საშუალოდ 500 მმ-ია, მაქსიმუმი – 760 მმ, მინიმუმი 330 მმ.
  • წყლის ძირითადი არტერიები - მხარის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: მტკვარი, დიდი და პატარა ლიახვი, მეჯუდა, ტანა, ქსანი, თორთლა, თეძამი, ჭარებულა, ლეხურა, სურამულა, აღმოსავლეთის ფრონე, დასავლეთის ფრონე, ძამა და სხვა. ასევე შიდა ქართლში მოედინება ბუნებრივი სამკურნალო წყლები და სუფთა წყაროს წყლები.

მხარის იმ ნაწილში, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს, 373 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

  • ქალაქი - 4: გორი, კასპი, ქარელი, ხაშური;
  • დაბა - 2: სურამი, აგარა;
  • სოფელი - 366

geografia

შიდა ქართლის ჩრდილოეთით და სამხრეთით კავკასიონისა და თრიალეთის მაღალი ქედებია, რომელთა მტკვრისაკენ დაშვებული განშტოებები ზეგნებს ქმნიან. გაღმამხარის მდინარეები - ძამა, ტანა, თეძამი და კავთურა ქვედა წელში მცირე ვაკეებს ქმნიან, ხოლო მტკვრის ჩრდილოეთით დოღლაურის, ტირიფონისა და მუხნარის ვრცელი ველებია, რომლებსაც სერავს მდინარეები: აღმოსავლეთის ფრონე, ლიახვი, ლეხურა, ქსანი და არაგვი. შიდა ქართლის მდინარეთა უმრავლესობა უძველეს დროიდანაა გამოყენებული სარწყავად.

მდინარე აღმოსავლეთ ფრონედან მდინარე არაგვამდე მტკვრის მარცხენა სანაპიროს გასწვრივ გაწოლილია კვერნაქის სერი. მისი სამხრეთი ფერდობის ფლატეებსა და ქარაფებში გამოქვაბულებია. კვერნაქის სერის სამხრეთით, მტკვრის პირას მდებარეობს აშურიანის ველი, რომელსაც უძველესი დროიდან საზამთრო საძოვრად იყენებდნენ. შრომის გარკვეული ორგანიზაციის საფუძველზე შიდა ქართლის ვრცელი დაბლობები და საზაფხულო და საზამთრო საძოვრები ქმნიდნენ ინტენსიური მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის განვითარების შესაძლებლობას. შიდა ქართლის ბუნებრივმა პირობებმა და მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განსაზღვრეს ის როლი, რომელიც ამ რეგიონმა შეასრულა ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში.

geografiuli aRwera

შიდა ქართლი ვრცელდებოდა აღმოსავლეთით არაგვსა და თბილისამდე, ჩრდილოეთით - კავკასიონის ცენტრალურ ქედამდე, დასავლეთით - ლიხის ქედამდე, ხოლო სამხრეთით - თრიალეთის ქედამდე და ფარავნის ტბამდე.

ვიკიციტატა
„ხოლო ტაშისკარსა და ლიხის მთას ქვეითი არაგვ ტფილისამდე სამნი ესე სასასპეტონი: მემარცხენე მუხრანისა, მემარჯვენე ქართლისა მეფისა თანა მყოფი, ტფილისს ზეით მტკვრის სამხრეთისა და თრიალეთი ფანავრამდე არნ წილი უფლოსისა, მცხეთოსის ძისა, და უფლოსისაგან ეწოდა ზენას-სოფლები შიდა ქართლს.“
(ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, 1904, გვ. 125)

შიდა ქართლის მტკვრის სამხრეთით მდებარე ნაწილს გაღმამხარი ეწოდებოდა. ეს უკანასკნელი ისტორიული წყაროების მიხედვით ზოგჯერ არ შედიოდა შიდა ქართლში, მაშინ როცა მტკვრის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანა ყოველთვის შიდა ქართლში იგულისხმებოდა.

XVII-XVIII საუკუნეებში შიდა ქართლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს ზემო ქართლიც ეწოდებოდა. XVII საუკუნის პირველი მეოთხედიდან, ოსმალეთის მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ ისტორიული ზემო ქართლი (გვიანდელი სამცხე-საათაბაგო) დიდი ხნით ჩამოშორდა ქართლის სამეფოს და სახელწოდება გადავიდა შიდა ქართლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზე. ამჟამად ისტორიული შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი სამაჩაბლოსა და დუშეთის მუნიციპალიტეტში შედის.

შიდა ქართლის ჩრდილოეთით და სამხრეთით კავკასიონისა და თრიალეთის მაღალი ქედებია, რომელთა მტკვრისაკენ დაშვებული განშტოებები ზეგნებს ქმნიან. გაღმამხარის მდინარეები - ძამა, ტანა, თეძამი და კავთურა ქვედა წელში მცირე ვაკეებს ქმნიან, ხოლო მტკვრის ჩრდილოეთით დოღლაურის, ტირიფონის და მუხრანის ვრცელი ველებია, რომლებსაც სერავს მდინარეები: აღმოსავლეთის ფრონე, ლიახვი, ლეხურა, ქსანი და არაგვი. შიდა ქართლის მდინარეთა უმრავლესობა უძველეს დროიდანაა გამოყენებული სარწყავად.

მდინარე ადმოსავლეთ ფრონედან მდინარე არაგვამდე მტკვრის მარცხენა სანაპიროს გასწვრივ გაწოლილია კვერნაქის სერი (1114 მ-მღე). მისი სამხრეთი ფერდობის ფლატეებსა და ქარაფებში ხელოვნური გამოქეაბულებია. კვერნაქის სერის სამხრეთით, მტკვრის პირას მდებარეობს აშურიანის ველო რომელსაც უძველესი დროიდან საზამთრო საძოვრად იყენებდნენ. შრომის გარკვეული ორგანიზაციის საფუძველზე შიდა ქართლის ვრცელი დაბლობები და საზაფხულო და საზამთრო საძოვრები ქმნიდნენ ინტენსიური მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის განვითარების შესაძლებლობას. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო-სატრანზიტო გზები, როგორც ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ (ე.წ. არაგვის გზა), ისე აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ამან ხელი შეუწყო გზის გასწვრივ ქალაქების ჩამოყალიბებას: მცხეთა, მუხრანი, გორი, ურბნისი და სხვა. შიდა ქართლის ბუნებრივმა პირობებმა და მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განსაზღვრეს ის როლი, რომელიც ამ რეგიონმა შეასრულა ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში.

ადრინდელ და შუა ფეოდალურ ხანაში შიდა ქართლის ტერიტორია ქართლის საერისთავოში შედიოდა. მონღოლთა შემოსევების შემდეგ მას გამოეყო ქსნის საერისთავო (XIII ს.), შემდეგ კი სხვა დიდი და მცირე ერთეულები: არაგვის საერისთავო (XIV ს.), საციციანო (XIV ს.), საამილახვრო (XV ს.), სამაჩაბლო (XV ს.), სამუხრანბატონო (XVI ს.). XVI საუკუნიდან ქართლის სამეფო დაიყო ოთხ სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულად — სადროშოდ, რომელთაგან სამი ჩამოყალიბდა შიდა ქართლის ტერიტორიაზე. საქართველოს რუსეთთან შეერთების ეს მიწები თბილისის გუბერნიის გორისა და დუშეთის მაზრებში შედიოდა.

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ისტორიული შიდა ქართლის ტერიტორიის დიდი ნაწილი შიდა ქართლის მხარეში შედის, მცირე ნაწილი - მცხეთა-მთიანეთის (მცხეთა, ახალგორი) და სამცხე-ჯავახეთის მხარეებში (ბორჯომი). ამჟამად შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი ე. წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის” სეპარატისტული რეჟიმის მიერ კონტროლირებად ანკლავს წარმოადგენს.

gzebi

შიდა ქართლზე უძველესი დროიდან გადიოდა მნიშვნელოვანი გზები. ჩრდილოეთიდან მოემართებოდა დარიალის ანუ არაგვის გზა, რომელიც გადიოდა მცხეთაზე. ეს გზა მოქმედებდა ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან მაინც. დიდი იყო მისი როლი შემდგომ ხანებშიც. XIII სსაუკუნეში მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ ამ გზის ეკონომიკური მნიშვნელობა დაეცა. XVIII საუკუნის II ნახევარში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაცხოველებამ კვლავ გამოაცოცხლა დარიალის გზა.

ანტიკური ხანის ავტორთა ცნობები და არქეოლოგიური გათხრებით მოპოვებული მასალები მოწმობენ, რომ ანტიკურ ხანაში ინდოეთისა და დასავლეთ ევროპის დამაკავშირებელი სავაჭრო-სატრანზიტო გზის ერთი მონაკვეთი გადიოდა ამივრკავკასიაზე, კერძოდ, შიდა ქართლზე. ეს გზა მტკვრის ორივე სანაპიროს მიუყვებოდა. უპირატესობა ეძლეოდა მტკვრის მარცხენა ნაპირზე გამავალ გზას. იგი გაივლიდა მცხეთას, მუხრანს, სამთავისს, გორს, ურბნისს, რუისს. ამიერკავკასიის ტერიტორიაზე გადიოდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-სატრანზიტო გზა, რომელიც მცირე აზიიდან მიემართებოდა და მცხეთამდე აღწევდა. აქედან კი არაგვის ხეობით ჩრდილო კავკასიაში გადადიოდა.

მნიშვნელოვანი მაგისტრალ, ე. წ. „ცხვრის გზა“, რომელიც საქართველოს დიაგონალურად ჰკვეთდა და კახეთ-ჰერეთს ტაო-კლარჯეთთან აკავშორებდა, თრიალეთის ქედის თხემს გასდევდა და მრავალი განშტოებით უკავშირდებოდა მის გარდიგარდმო მდებარე „ქვეყნებს“. ამ უძველესმა გზამ გარკვეულ ისტორიულ პირობებში ხელი შეუწეო ზემოხსენებულ „ქვეყანათა“ შერწყმას და, საბოლოოდ, საქართველოს გაერთიანებას.

შიდა ქართლი სამხრეთ საქართველოს უკავშირდებოდა მტკვრის, ძამის, ტანის, თეძმის, კავთურის, ნიჩბისისა და ძეგვის ხეობებზე გამაცალი გზებით. დასავლეთ საქართველოს ლიხის ქედზე მდებარე პერანგას, ზემოჯვარ-კორტოხის, დედაბერას, რიკოთის, სურამის, ციხისძირის უღელტეხილებით, ჩრდილოეთ კავკასიას კი, დარიალის გზის გარდა, ლიახვის ხეობით, სბისა და როკის უღელტეხილებით.

 

Sida qarTlis foto galerea
         

 

ადმ. ცენტრი გორი
კოორდინატები

42°11`00″ ჩ. გ. 44°00`00″ ა. გ.

ფართობი 4807 კმ²
მოსახლეობა 263 382 (2014) კაცი
სიმჭიდროვე 54,8 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 94,7 %
აზერბაიჯანელები 2,1 %
ოსები 1,8 %
სომხები 0,8 %
რუსები 0,3 %
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები 95,87 %
მუსლიმები 2,15 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ოფიციალური საიტი http://www.shidakartli.gov.ge/

 

       
       

 

Sida qarTlis RirSesaniSnaobebi
1 ატენის სიონი 15 რუისის ღვთისმშობლის ტაძარი
2 ურბნისის სიონი 16 სამთავისის ტაძარი
3 ხოფის მონასტერი 17 წრომის ტაძარი
4 თირის მონასტერი 18 რუისის ღვთისმშობლის ტაძარი
5 ვერეს მონასტერი 19 უფლისციხე
6 ყინწვისის მონასტერი 20 გორის ციხე
7 რკონის მონასტერი 21 სურამის ციხე
8 ყინწვისის მონასტერი 22 უფლისციხე
9 თამარაშენის სამების ეკლესია 23 სხვილოს ციხე
10 იდლეთის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია 24 აშურიანი
11 მაღალაანთ ეკლესია 25 დოდოთის ცხრაკარა
12 წირქოლის ღვთისმშობლის ეკლესია 26 ერედვის ბერის საყდარი
13 რკონი 27 შიომღვიმე
14 ქვათახევი    

 

Sida qarTlis istoria
ქართლი ქართლ-კახეთის სამეფო
შიდა ქართლი საქართველოს ისტორია
ქართლის სამეფო  

 

კურორტები

 

 

Cvens Sesaxeb

ჩვენი საიტი მოიცავს საქართველოს ფლორას და ფაუნაას. თქვენ მიიღებთ ბევრ საინტერესო ინფორმაციას ბუნებასა და დედამიწის შესახებ მათ შორის ცხოველთა სამყაროზე. ასევე გაეცნობით უიშვიათესი ჯიშის მცენარეებს. ჩვენი საიტის მეშვეობით თქვენ მიიღებთ ურიცხვ ინფორამციას ჩვენი ქვეყნის ბუნების შესახებ.

 

"წინამდებარე ტექსტი/ფოტოები გადმოკოპირებულია შემდეგი ინტერნეტ წყაროებიდან: https://apa.gov.ge/ge/, https://www.wikipedia.org/. აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ადმინისტრაციას მითითებულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე"